ENGLISH
 

14.12.2015   ბეჭდვა
ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების ონლაინ პორტალი ამოქმედდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების და ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და საძიებო სისტემის შემუშავების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ონლაინ საძიებო პორტალი შექმნა.

ელექტრონული პორტალი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება მიბმული და საშუალებას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მარტივად მოიძიოს საქართველოს საფინანსო სექტორთან დაკავშირებული მისთვის საინტერესო სამართლებრივი აქტები ელექტრონულად, როგორც მოქმედი ისე ძალადაკარგული, ასევე მათი ვერსიები.

სისტემის საძიებო საიტი საშუალებას მისცემს მომხმარებელს მოიძიოს დოკუმენტი სათაურში სიტყვით ან ფრაზით, დოკუმენტის ნომრის მიხედვით, დროის პერიოდის მიხედვით, წლების მიხედვით, დოკუმენტის თემატიკის, დოკუმენტის მიმღები ორგანოსა და ხელმომწერი პირის მიხედვით და ა.შ. პორტალის მისამართია - www.legal.nbg.gov.ge , რომელზე გადასვლა ეროვნული ბანკის ვებგვერდიდანაც არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფინანსურ სექტორს სამართლებრივი რეგულირების სახელმძღვანელო შესთავაზა. გამოცემა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური სექტორის საქმიანობის შესახებ ნორმატიული აქტების კრებულს წარმოადგენს.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service