ENGLISH
 

25.09.2015   ბეჭდვა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2015 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 317.4 მლნ ლარით (2.1 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე აგვისტოში სესხების მოცულობის ზრდამ 0.2 პროცენტი შეადგინა) და 2015 წლის პირველი სექტემბრისათვის 15.3 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 78.2 მლნ ლარით (1.4 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 239.3 მლნ ლარით (2.5 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 0.4 პროცენტით შემცირდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2015 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.8 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.8 მლრდ ლარის (2.2 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.

2015 წლის აგვისტოს განმავლობაში 1.8 პროცენტით ანუ 125.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის  7.0  მლრდ ლარს გადააჭარბა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ამ მაჩვენებლის ზრდამ აგვისტოში 0.4 პროცენტი შეადგინა).

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.05 პროცენტი, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციამ 52.97 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.43 პროცენტული პუნქტით, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაცია 0.27  პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_to_the_economy_l3.5geo.xls;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_structure_l3.10.1geo.xls

 

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service