ENGLISH
 

30.12.2014   ბეჭდვა
საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -16.9 მლრდ აშშ დოლარი (-29.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს -102.1 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 მლრდ აშშ დოლარით (1.8 მლრდ ლარით), ხოლო წინა კვარტალთან შედარებით - 192.1 მლნ აშშ დოლარით (336.7 მლნ ლარით) შემცირდა. 2014 წლის მესამე კვარტალის განმავლობაში ოპერაციული, ფასის  და სხვა ცვლილებები უარყოფითი იყო, ხოლო საკურსო ცვლილება - დადებითი. 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მთლიანი საერთაშორისო აქტივები 6.1 მლრდ აშშ დოლარია (10.8 მლრდ ლარი). მათში 44.0 პროცენტი სარეზერვო აქტივებს უკავია; 30.3 პროცენტი - სხვა ინვესტიციებს; 24.6 პროცენტი - პირდაპირ ინვესტიციებს საზღვარგარეთ; ხოლო 1.1 პროცენტს პორტფელის ინვესტიციები და ფინანსური წარმოებულები შეადგენს. მთლიანი საერთაშორისო აქტივების 21.1 პროცენტი ნაღდი ფულის და დეპოზიტების (სარეზერვო აქტივების ნაღდი ფულისა და დეპოზიტების გარდა) წილად მოდის; 6.6 - პროცენტი სავაჭრო კრედიტებს უჭირავს; 2.4 პროცენტი - სესხებს. სარეზერვო აქტივები, წინა კვარტალთან შედარებით, 203.0 მლნ აშშ დოლარით (355.8 მლნ ლარით) გაიზარდა და 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 2.7 მლრდ აშშ დოლარი (4.7 მლრდ ლარი) შეადგინა. სარეზერვო აქტივების კვარტალური ცვლილებიდან 264.0 მლნ აშშ დოლარი (462.7 მლნ ლარი) ოპერაციული ცვლილება იყო,  -0.2 მლნ აშშ დოლარი (-0.3 მლნ ლარი) ფასის ცვლილება, -60.8 მლნ აშშ დოლარი (106.6 მლნ ლარი) - კი საკურსო ცვლილება.

რაც შეეხება ვალდებულებებს, მესამე კვარტალის ბოლოს მთლიანმა ვალდებულებებმა 23.0 მლრდ აშშ დოლარი (40.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1.3 მლრდ აშშ დოლარით (2.2 მლრდ ლარით), ხოლო წინა კვარტალის მაჩვენებელს 545.6 მლნ აშშ დოლარით (956.1 მლნ ლარით) აღემატება. პირდაპირი ინვესტორე­ბისადმი ვალდებულება, ოპერაციული ცვლილებით 507.5 მლნ აშშ დოლარით (889.4 მლნ ლარით) გაიზარდა. ამავე პერიოდში საკურსო, ფასის და სხვა ცვლილებებიც დადებითი იყო. შედეგად, ვალდებულებები პირდაპირი ინვესტიციების სახით საქართველოში კვარტალურად 568.1 მლნ აშშ დოლარით (995.5 მლნ ლარით) გაიზარდა და 12.2 მლრდ აშშ დოლარს (21.5 მლრდ ლარს) გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებები კვარტალის განმავლობაში 5.7 მლნ აშშ დოლარით (9.9 მლნ ლარით) გაიზარდა და 2.3 მლრდ აშშ დოლარი (4.1 მლრდ ლარი) შეადგინა. 2014 წლის სექტემბრის ბოლოს პორტფელის ინვესტიციების ვალდებულებებში 573.7 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლნ ლარი) - სამთავრობო ევრობონდებია, 601.9 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) -  საქართველოს რკინიგზის ობლიგაციები, ხოლო 272.4 მლნ აშშ დოლარი (477.3 მლნ ლარი) - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლი­გაციები. აქ ასევე შედის სახაზინო ვალდებულებები და სახელმწიფო ობლიგაციები, რომელსაც ფლობენ არარეზიდენტები, სულ - 18.3 მლნ აშშ დოლარი (32.0 მლნ ლარი).

სხვა ინვესტიციების ვალდებულებების კვარტალურმა კლებამ 28.2 მლნ აშშ დოლარი (49.4 მლნ ლარი) შეადგინა და 30 სექტემბრის მდგომარეობით 8.5 მლრდ აშშ დოლარს (14.9 მლრდ ლარი) გაუტოლდა. მასში 6.6 მლრდ აშშ დოლარი (11.5 მლრდ ლარი) სესხებს უჭირავს. ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები კვარტალის განმავლობაში 16.8 მლნ აშშ დოლარით (29.4 მლნ ლარით) შემცირდა და 47.7 მლნ აშშ დოლარი (83.7 მლნ ლარი) შეადგინა. კვარტალურად გაზრდილია სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 8.1 მლნ აშშ დოლარით (14.1 მლნ ლარით). 2014 წლის მესამე კვარტალში მთავრობის სხვა გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები (ფონდის კრედიტებისა და სესხების გარდა)  გაიზარდა 3.4 მლნ აშშ დოლარით (5.9 მლნ ლარი), ამასთან მოხდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხის მიღება, რომლის საოპერაციო ცვლილებამ 11.2 მლნ აშშ დოლარი (19.6 მლნ ლარი) შეადგინა. კვარტალურად 69.9 მლნ აშშ დოლარით (122.5 მლნ ლარი) გაიზარდა საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები, რაც ძირითადად გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებების ზრდის ხარჯზე მოხდა და 2014 წლის სექტემბრის ბოლოს 1.3 მლრდ აშშ დოლარს (2.3 მლრდ ლარი) გაუტოლდა. 8.0 მლნ აშშ დოლარით (14.0 მლნ ლარით) არის გაზრდილი სხვა სექტორების სასესხო ვალდებულებები და 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 1.7 მლრდ აშშ დოლარს  (3.1 მლრდ ლარს) უტოლდება. გასულ პერიოდთან შედარებით შემცირდა ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით, 31.9 მლნ აშშ დოლარით (55.9 მლნ ლარით), და მესამე კვარტალის ბოლოს 891.5 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი) შეადგინა.

2014 წლის სექტემბრის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 213.5 მლნ აშშ დოლარი (374.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს წარმოადგენს.

 

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service