ENGLISH
 

25.12.2014   ბეჭდვა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2014 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 591.0 მლნ ლარით (5.0 პროცენტით) გაიზარდა და 12.3 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 119.0 მლნ ლარით (2.5 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 472.0 მლნ ლარით (6.7 პროცენტით) გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2014 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.4 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.1 პროცენტით ანუ 67.9 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 4.6 მლრდ ლარის (შესაბამისად, 6.3 პროცენტით ანუ 271.2 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 29.1 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით, მიმდინარე წლის ნოემბერში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 4.8 პროცენტით ანუ 80.3 მლნ ლარით გაიზარდა და პირველი დეკემბრისათვის 1.7 მლრდ ლარი შეადგინა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 24.3 პროცენტი შეადგინა, რაც 2014 წლის პირველი დეკემბრისათვის 1.5 მლრდ ლარით განისაზღვრა (9.8 პროცენტით ანუ 130.0 მლნ ლარით მეტი პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით); 6.9 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 412.4 მლნ ლარია (3.6 პროცენტით, ანუ 14.3 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 60.3 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2014 წლის სექტემბრის განმავლობაში 3.5 პროცენტით ანუ 196.8 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის  5.8  მლრდ ლარს გადააჭარბა.

 

 


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_to_the_economy_l3.5geo.xls;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_structure_l3.10.1geo.xls;
 

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service