ENGLISH
 

30.10.2014   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო მიდგომები დიდი ოთხეულის აუდიტორებს გააცნო

30 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, საბანკო ზედამხედველებმა დიდი ოთხეულის აუდიტორებს ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი „რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო მიდგომის“ ძირითადი ჩარჩო გააცნეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი საკრედიტო რისკების შეფასების პრინციპებზე, კონსოლიდირებული ზედამხედველობისა და კაპიტალის ადეკვატურობის საკითხებზე გაკეთდა.

„აღსანიშნავია, რომ საბანკო სექტორის ზრდასა და განვითარებასთან ერთად, ბანკების ბიზნეს მოდელები და სტრუქტურა მეტ კომპლექსურობას იძენს. დღეისათვის, მრავალი მიმართულებით, საბანკო ზედამხედველები და გარე აუდიტორები საერთო გამოწვევების წინაშე დგანან. ამდენად, მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა, როგორც საზედამხედველო, ისე აუდიტორული საქმიანობის უფრო ეფექტიანად და ხარისხიანად წარმართვისათვის. ამ მიმართულებით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მასშტაბით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ.

საქართველოს ეროვნული ბანკი გარე აუდიტორებთან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც გეგმავს.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service