ENGLISH
 

08.10.2014   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

2014 წლის 8 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების  2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 24 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.820 პროცენტით, მაქსიმალური 7.200 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.915 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 7.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service