ENGLISH
 

16.09.2014   ბეჭდვა
ფულადი გზავნილები აგვისტოში

2014 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 130.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 225.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 1.2 მლნ აშშ დოლარით (2.0 მლნ ლარით), ანუ 0.9 პროცენტით მეტია  2013 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.





უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.1 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი მოდიოდა.

 

 

ფულადი გზავნილების მოცულობა აგვისტო, 2014, მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

აგვისტო, 2013

აგვისტო, 2014

სულ   

130.1

100.0

100.0

რუსეთი

67.7

56.5

52.0

საბერძნეთი

17.0

12.3

13.1

იტალია

10.8

7.4

8.3

აშშ

7.1

4.9

5.5

თურქეთი

5.2

2.8

4.0

ესპანეთი

2.4

1.6

1.9

უკრაინა

2.3

2.4

1.8

ისრაელი

2.1

1.3

1.6

გერმანია

2.0

1.1

1.5

ყაზახეთი

1.6

1.2

1.3

აზერბაიჯანი

1.5

0.9

1.2


2014 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.6 მლნ აშშ დოლარი (25.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.5 მლნ აშშ დოლარისა (22.4 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.

           




წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xls

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service