ENGLISH
 

29.09.2006   ბეჭდვა
რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების გადარიცხვის ალტერნატიული გზების გამოძებნა შესაძლებელია

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შესაძლო შეზღუდვის საკითხი რუსეთის ზოგიერთი ოდიოზური დეპუტატის მხრიდან კვლავ დაისვა დღის წესრიგში. „დარწმუნებული ვარ, ეს განცხადებები ექსპრომტად და არასერიოზულად იყო წარმოთქმული, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული გზავნილების სისტემები წარმოადგენს კომერციულ, უმეტესწილად, საერთაშორისო სისტემებს, მსგავსი შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს მხრიდან ნაკლებად რეალურია“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ღლონტმა.   რუსეთიდან ელექტრონული ანგარიშსწორებათა განხორციელების შეზღუდვის მცდელობა სერიოზულად დააზარალებს რუსეთის პოზიციებს საერთაშორისო არენაზე. ამასთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, „მსგავსი მცდელობის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოიძებნოს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების გადარიცხვის ალტერნატიული გზები“.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service