ENGLISH
 

02.09.2005   ბეჭდვა
სარეზერვო ფულის მოცულობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პარამეტრების ფარგლებში იზრდება

სარეზერვო ფულის მოცულობამ, პირველი სექტემბრის მონაცემებით, 922 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის განცხადებით, სარეზერვო ფულის ზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამული პარამეტრების ფარგლებში ხდება, რაც ქვეყნის მთავრობისა და ცენტრალური ბანკის შეთანხმებული პოლიტიკის შედეგია.   რომან გოცირიძის შეფასებით, აგვისტოში ბაზარზე დაფიქსირებული საწვავის ფასების ზრდის მიუხედავად, საქართველოში ინფლაციის დონე პროგნოზირებულ მაჩვენებლებს შეესაბამება. აგვისტოში ადგილი ჰქონდა უცხოური ვალუტის სახით დიდი ოდენობით თანხების შემოდინებას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, ინფლაციის ზრდის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი ლარის გაცვლითი კურსის ოპტიმალურად მისაღები სიდიდეა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service