ENGLISH
 

30.12.2013   ბეჭდვა
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის  მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად.


საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2013 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 13.3 მლრდ აშშ დოლარი (22.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 83.7 პროცენტია; აქედან,  სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.3 მლრდ აშშ დოლარი (8.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 33.3 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.1 მლრდ აშშ დოლარი (6.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.7 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალი - 373.9 მლნ აშშ დოლარი (622.3 მლნ ლარი; მშპ-ს 2.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ვალი - 836.5 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.3 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.4 მლრდ აშშ დოლარი (4.0 მლრდ ლარი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 3.4 მლრდ აშშ დოლარი (5.6 მლრდ ლარი) და კომპანიათაშორისო ვალმა 3.1 მლრდ აშშ დოლარი (5.1 მლრდ ლარი). მთლიანი საგარეო ვალის 94.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.2013 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 84.7 მლნ აშშ დოლარით (140.8 მლნ ლარით) შემცირდა, აქედან ვალი შემცირდა ოპერაციული სხვა და ფასის ცვლილებების  გამო, კლებამ შესაბამისად 141.7 მლნ აშშ დოლარი (235.1 მლნ ლარი), 18.1 მლნ აშშ დოლარი (30.1 მლნ ლარი) და 18.1 მლნ აშშ დოლარი (30.1 მლნ ლარი) შეადგინა. ამავე კვარტალში დადებითი იყო მთლიანი საგარეო ვალის საკურსო  ცვლილებება და იგი  99.5 მლნ აშშ დოლარს (165.3 მლნ ლარს) უდრიდა.

სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 2.8 მლნ აშშ დოლარით (4.7 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან ვალი შემცირდა ოპერაციული ცვლილებების შედეგად 58.9 მლნ აშშ დოლარით (97.7 მლნ ლარით). ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების შედეგად ვალი 61.1  მლნ აშშ დოლარით (101.4 მლნ ლარით) და 0.6 მლნ აშშ დოლარით (1.0 მლნ ლარით) გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 61.8 მლნ აშშ დოლარით (102.5 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების შედეგად ეროვნული ბანკის ვალდებულებები 70.3 მლნ აშშ დოლარით (116.6 მლნ ლარით) შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად 8.5 მლნ აშშ დოლარით (14.2 მლნ ლარით) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში საბანკო სექტორის საგარეო ვალდებულებები 78.4 მლნ აშშ დოლარით (130.1 მლნ ლარით) შემცირდა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ოპერაციული ცვლილებების გამო, რომელმაც -124.7 მლნ აშშ დოლარი (-207.0 მლნ ლარი) შეადგინა. უარყოფითი იყო პერიოდის განმავლობაში ფასის ცვლილება, -2.6 მლნ აშშ დოლარი (-4.4 მლნ ლარი). სხვა და საკურსო ცვლილებებმა საბანკო სექტორის საგარეო ვალის 40.0  მლნ აშშ დოლარით (66.4 მლნ ლარით) და  9.0 მლნ აშშ დოლარით (14.9 მლნ ლარით) ზრდა გამოიწვია. საბანკო სექტორის სხვა ცვლილების დადებითი ჩანაწერი განპირობებულია 2013 წლის მესამე კვარტალში არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციის ბანკად გარდაქმნით, რაც ამავდროულად საპირისპირო ნიშნით აისახა სხვა სექტორების სხვა ცვლილებაშიც.

სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები 12.8 მლნ აშშ დოლარით (21.2 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან 37.2 მლნ აშშ დოლარით (61.8 მლნ ლარით) შემცირდა არასაბანკო საფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულე¬ბები, ხოლო არასაფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებების ზრდამ 50.0 მლნ აშშ დოლარი (83.1 მლნ ლარი) შეადგინა. სხვა სექტორების საგარეო ვალი შემცირდა სხვა ცვლილების შედეგად – 70.3 მლნ აშშ დოლარით (116.6 მლნ ლარით) და ფასის ცვლილების შედეგად 16.1 მლნ. აშშ დოლარით (26.8 მლნ ლარი), ხოლო ოპერაციული და  საკურსო ცვლილებების გამო, შესაბამისად,  86.9, 12.3 მლნ აშშ დოლარით (144.4 და 20.4 მლნ ლარით) გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში, უცხოური კომპანიათაშორისი სესხები 39.8 მლნ აშშ დოლარით (66.1 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან ოპერაციული ცვლილებების შედეგად ზრდამ 25.4 მლნ აშშ დოლარი (42.1 მლნ ლარი) შეადგინა, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების შედეგად,  შესაბამისად, 8.6 და 5.9 მლნ აშშ დოლარი  (14.2 და 9.8 მლნ ლარი).

საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების მოცულობა 22.6 მლნ აშშ დოლარით (37.6 მლნ ლარით) შემცირდა და 12.5 მლრდ აშშ დოლარი (20.9 მლრდ ლარი) შეადგინა. ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვალის მოცულობა 62.1 მლნ აშშ დოლარით (103.0 მლნ ლარით) შემცირდა და 783.0 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი) შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს წმინდა საგარეო ვალის მონაცემების გამოქვეყნებას. წმინდა საგარეო ვალი წარმოადგენს სხვაობას მთლიან საგარეო ვალსა და სავალო ინსტრუმენტებში განთავსებულ საგარეო აქტივებს შორის.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 2013 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 8.5 მლრდ აშშ დოლარი (14.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 53.2 პროცენტია; აქედან,  წმინდა სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 2.2 მლრდ აშშ დოლარი (3.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 13.9 პროცენტი), ხოლო კერძო სექტორის წმინდა საგარეო ვალმა - 6.2 მლრდ აშშ დოლარი (10.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 39.3 პროცენტი).

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service