ENGLISH
 

27.12.2013   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის სიმბოლოს შესარჩევ კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ლარის სიმბოლოს შესარჩევ კონკურსს. აღნიშნულთან დაკავშირებით შექმნილია ლარის სიმბოლოს შესარჩევი დროებითი კომისია, რომელიც განიხილავს მიღებულ განაცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 27 იანვრის ჩათვლით საქართველოს ეროვნულ ბანკში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N2.

განაცხადები წარმოდგენილ უნდა იქნას ლარის სიმბოლოს შესარჩევი
კონკურსის წესების შესაბამისად, რომელიც განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 2 406 406 ან ელ.ფოსტის საშუალებით lari@nbg.ge

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service