ENGLISH
 

25.09.2013   ბეჭდვა
დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2013 წლის პირველი სექტემბრისათვის 8.8 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 164.9 მლნ ლარით ანუ 1.9 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 121.3 მლნ ლარით ანუ 3.1 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 43.6 მლნ ლარით ანუ 0.9 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  სექტემბრისათვის 60.75 პროცენტი შეადგინა - 1.15 პროცენტული პუნქტით ნაკლები პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6.0 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  -  5.2 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.3 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 17.2 პროცენტი შეადგინა.

 



წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service