ENGLISH
 

23.08.2013   ბეჭდვა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2013 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, 0.4 პროცენტით, ანუ 36.0 მლნ ლარით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 9.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 64.5 მლნ ლარით (2.1 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა  100.5  მლნ ლარით (1.6 პროცენტით) შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2013 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 836.1 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით ანუ 7.2 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 3.9 მლრდ ლარის (შესაბამისად, 2.6 პროცენტით ანუ 105.6 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 46.9 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. მიმდინარე წლის ივნისთან შედარებით, ივლისში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1.6 პროცენტით ანუ 36.6 მლნ ლარით შემცირდა და 2.2 მლრდ ლარი შეადგინა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.6 პროცენტი შეადგინა, რაც 2013 წლის პირველი აგვისტოსათვის 925.4 მლნ ლარით განისაზღვრა (3.0 პროცენტით ანუ 29.0 მლნ ლარით ნაკლები პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით); 9.2 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 436.6 მლნ ლარია (3.7 პროცენტით, ანუ 16.8 მლნ ლარით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 75.7 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2013 წლის ივლისის განმავლობაში 2.1 პროცენტით ანუ 84.4 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის  4.1  მლრდ ლარს მიაღწია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service