ENGLISH
 

15.08.2013   ბეჭდვა
ფულადი გზავნილები ივლისში

2013 წლის ივლისში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 136.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 225.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 19.3 მლნ აშშ დოლარით (31.9 მლნ ლარით), ანუ 16.4 პროცენტით მეტია 2012 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.5 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 95.6 პროცენტი მოდიოდა.

ფულადი გზავნილების მოცულობა ივლისი, 2013,მლნ აშშ დოლარი 

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

ივლისი, 2012

ივლისი, 2013

სულ      

136.4

100.0

100.0

რუსეთი

76.4

58.0

56.0

საბერძნეთი

18.2

11.5

13.3

იტალია

9.1

7.0

6.7

აშშ

6.6

5.4

4.8

თურქეთი

4.1

2.1

3.0

უკრაინა

3.1

3.4

2.3

ესპანეთი

2.2

1.8

1.6

ისრაელი

2.0

1.2

1.5

ყაზახეთი

1.8

1.1

1.3

გაერთიანებული სამეფო

1.7

1.7

1.2

გერმანია

1.4

0.9

1.1

აზერბაიჯანი

1.2

0.9

0.9

საფრანგეთი

1.1

0.7

0.8

2013 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.7 მლნ აშშ დოლარი (22.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 8.8 მლნ აშშ დოლარის (14.6 მლნ ლარი) გასული წლის ივლისში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ:  


 
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service