ENGLISH
 

20.10.2005   ბეჭდვა
2005 წლის ცხრა თვეში ლარებში დეპოზიტებმა 66 მილიონი ლარით მოიმატა

2005 წლის ცხრა თვეში ბანკების სადეპოზიტო ვალდებულებები 225,5 მლნ ლარით (25,2%) გაიზარდა და 1121,4 მლნ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის მანძილზე  ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტებმა, უმთავრესად იურდიული პირების ნაშთების 76,7%-ით ზრდის ხარჯზე, 66,1 მლნ ლარით მოიმატა. სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, სადეპოზიტო ვალდებულებები 39 მლნ ლარით გაიზარდა, აქედან, ეროვნული ვალუტით დენომინირებული – 11,2 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები – 14,9 მლნ აშშ დოლარით (27,8 მლნ ლარით). ზრდის 71,2% უცხოურ იურდიული პირების ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე მოდის. საანალიზო პერიოდში სადეპოზიტო ვალდებულებების სტრუქტურაში მიმდინარე ანგარიშები 36,2 მლნ ლარით გაიზარდა და 238,8 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ვადიანმა დეპოზიტებმა ეროვნულ ვალუტაში 30 მლნ ლარით მოიმატა და 57,4 მლნ ლარს გაუტოლდა. როგორც ვადიან დეპოზიტებში, ისე მიმდინარე ანგარიშებზე იურდიული პირების ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტების ზრდა ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროების საწარმოთა ანგარიშების მოცულობის მატებამ განაპირობა. მიმდინარე წლის სექტემბერში კი, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, ეროვნული ვალუტით დეპოზიტები 1,7-ჯერ, მათ შორის ვადიანი დეპოზიტები ლარებში 2,7-ჯერ არის გაზრდილი. ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურა წინა პერიოდის ანალოგიურია და მისი 83,2% იურიდიულ პირებზე მოდის. მიმდინარე წლის სამ კვარტალში უცხოურ ვალუტაში დენომინირებულმა დეპოზიტებმა 95,5 მლნ აშშ დოლარით (26,2%) მოიმატა და სექტემბრის ბოლოსთვის 460,4[1] მლნ აშშ დოლარი (825,2 მლნ ლარი)  შეადგინა. სალარე დეპოზიტებისგან განსხვავებით, ბანკების მიერ უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების 67,3% ფიზიკური პირების სახსრებია. ამასთან, საანალიზო პერიოდში მეტწილად უცხოური ვალუტით ვადიანი დეპოზიტების მატება დაფიქსირდა. ეს ციფრი 74,9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საბანკო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, სავალუტო და ლარებში არსებული დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, 0,1% პროცენტული პუნქტით შემცირდა და, 30 სექტემბრის მონაცემებით, 73,6%-ს გაუტოლდა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service