ENGLISH
 

18.02.2013   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება

ბოლო პერიოდში ქართული მედიასაშუალებების სარეკლამო სივრცეში გამოჩნდა კომპანიები, რომლებიც წარმოებული ინტენსიური სარეკლამო კამპანიის საშუალებით, მოსახლეობას მოკლე ვადაში ბაზრისათვის არაადეკვატურად მაღალი სარგებლის მიღებას სთავაზობენ. 

მაღალია ალბათობა იმისა, რომ ისინი ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებენ. უმეტეს შემთხვევაში კი მათი მოქმედება „ფინანსური პირამიდის“ კლასიკური მოდელის ნიშნებსაც შეიძლება ატარებდეს. 

უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი ტიპის კომპანიები არ კონტროლდება ეროვნული ბანკის მხრიდან, შესაბამისად, მათზე არ ვრცელდება საზედამხედველო ნორმები და სანქციები. ამიტომ, ეროვნული ბანკი მიმართავს მოქალაქეებს და მოუწოდებს მათ, რომ მეტი სიფრთხილით მოეკიდონ საკუთარი სახსრების განთავსებას ეროვნული ბანკის მიერ არარეგულირებად ინსტიტუტებში. რისკის თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია აღნიშნული კომპანიების საქმიანობისა და გადამხდელუნარიანობის მდგომარეობის შესახებ.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service