ENGLISH
 

21.10.2005   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლები სემინარს ჩაატარებენ

22 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლები ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებისა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილების შესახებ სემინარს ჩაატარებენ. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, ეროვნული ბანკისა და საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.   „მეორე წელია საქართველო წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას. პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეასრულა,“ – აღნიშნა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ამაღლობელმა.   საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მორიგი ვიზიტი 19 ოქტომბერსდაიწყო და 1 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მისიის ვიზიტის მიზანია „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის მიმდინარეობის განხილვა.   საერთაშორისო სავალუტო ფონდის „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამა, დაახლოებით, 141,6 მლნ აშშ დოლარის მოცულობით, გასული წლის 4 ივნისს დამტკიცდა. აღნიშნული სამწლიანი პროგრამის ფარგლებში პირველი ტრანში, დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, ეროვნულმა ბანკმა 2004 წლის 21 ივნისს მიიღო. მეორე ტრანში საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე 2005 წლის 11 იანვარს, ხოლო მესამე 5 აგვისტოს ჩაირიცხა.   „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის კრედიტების ვადა განისაზღვრება 10 წლით 0,5% წლიური სარგებლის გადახდითა და 5,5-წლიანი შეღავათიანი პერიოდით
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service