ENGLISH
 

31.12.2012   ბეჭდვა
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2012 წლის 30 სექტემბრის  მდგომარეობით 13.0 მლრდ აშშ დოლარი (21.7 მლრდ ლარი) შეადგინა; აქედან, 4.2 მლრდ აშშ დოლარი (6.9 მლრდ ლარი) იყო სამთავრობო სექტორის ვალი (31.9%), 651.8 მლნ აშშ დოლარი (5.0%) (1.1 მლრდ ლარი) - ეროვნული ბანკის, 2.2 მლრდ აშშ დოლარი (17.0%) (3.7 მლრდ ლარი) - საბანკო სექტორის, 3.1 მლრდ აშშ დოლარი (23.4%) (5.1 მლრდ ლარი)  - სხვა სექტორებისა და 2.9 მლრდ აშშ დოლარი (22.6%) (4.9 მლრდ ლარი)  - კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 94.0 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

2012 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 1.0 მლრდ აშშ დოლარით (1.7 მლრდ ლარით) გაიზარდა, აქედან ოპერაციულ ცვლილების გამო ვალი გაიზარდა 821.3 მლნ აშშ დოლარით (1.3 მლრდ ლარი), ფასის ცვლილების შედეგად  - 115.4 მლნ. აშშ დოლარით (190.5 მლნ. ლარი), საკურსო ცვლილებების შედეგად  - 79.3 მლნ. აშშ დოლარით (130.9 მლნ. ლარი), ხოლო  სხვა ცვლილებების გამო 11.6 მლნ. აშშ დოლარით (19.1 მლნ. ლარი).

სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 293.8 მლნ აშშ დოლარით (485.0 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან ოპერაციული ცვლილებების შედეგად ზრდამ 211.4 მლნ აშშ დოლარი (349.0 მლნ. ლარი) შეადგინა, ხოლო ფასის და საკურსო  ცვლილებების შედეგად სამთავრობო სექტორის ვალი გაიზარდა 82.4 მლნ აშშ დოლარით (136.0 მლნ ლარი).  

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 54.2 მლნ აშშ დოლარით (89.4 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან,  ოპერაციული ცვლილების შედეგად გვქონდა ეროვნული ბანკის ვალდებულებების 65.4 მლნ აშშ დოლარით (108.0 მლნ ლარით) შემცირება და საკურსო ცვლილების შედეგად 11.2 მლნ აშშ დოლარით (18.6 მლნ ლარით) ზრდა.

საბანკო სექტორის უცხოური ვალდებულებები 149.1 მლნ აშშ დოლარით (246.1 მლნ ლარით) გაიზარდა, რაც გამოწვეულია ოპერაციული ცვლილებების შედეგად 142.1 მლნ. აშშ დოლარიანი (234.7 მლნ. ლარით)  და საკურსო ცვლილებების შედეგად 6.9 მლნ. აშშ დოლარით (11.4 მლნ. ლარით) ზრდით. საბანკო სექტორის ოპერაციული ცვლილებების შედეგად გაზრდილი ვალდებულებების 60.8 % (86.5 მლნ. აშშ დოლარი ანუ  142.8 მლნ. ლარი) ბანკების მოკლევადიან ვალდებულებებზე მოდის, ხოლო 39.2 %  გრძელევადიან ვალდებულებებზე (55.5 მლნ. აშშ დოლარი და 91.9 მლნ. ლარი).

572.6 მლნ აშშ დოლარით (945.5 მლნ ლარით) გაიზარდა სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები, აქედან 545.9 მლნ აშშ დოლარი (901.3 მლნ ლარი), რაც სხვა სექტორების გაზრდილი ვალდებულებების 95.3 პროცენტს შეადგენს, არასაფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულე­ბებზე მოდის. სხვა სექტორების საგარეო ვალი, ოპერაციული ცვლილების შედეგად, 470.1 მლნ. აშშ დოლარით (776.2 მლნ ლარი), ფასის ცვლილებების შედეგად 80.5 მლნ. აშშ დოლარით (132.9 მლნ. ლარი), სხვა ცვლილებების შედეგად 14.4 მლნ. აშშ დოლარით (23.8 მლნ. ლარი), ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად 7.2 მლნ აშშ დოლარით (11.9 მლნ ლარით) გაიზარდა.   

საანგარიშო პერიოდში, უცხოური კომპანიათაშორისი სესხები 66.6  მლნ აშშ დოლარით (110.0 მლნ ლარით) გაიზარდა. ოპერაციული და საკურსო ცვლილების შედეგად კომპანიათაშორის სესხები შესაბამისად 63.1მლნ აშშ დოლარით  და 6.4  მლნ აშშ დოლარით (104.2 მლნ ლარით და 10.5 მლნ ლარი) გაიზარდა, ხოლო სხვა ცვლილებების შედეგად 2.8 მლნ აშშ დოლარით (4.7 მლნ ლარით) შემცირდა.

საგარეო ვალდებულებების ზრდის 91.6 პროცენტი, რაც 940.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (1.5 მლრდ ლარი) უცხოური ვალუტით გამოსახულ ვალზე მოდის, ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალზე მთლიანი საგარეო ვალის ზრდის 8.4 პროცენტია, რაც 86.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (143.0 მლნ ლარი). საანგარიშო პერიოდის ბოლოს უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების მოცულობამ 12.3 მლრდ აშშ დოლარი (20.2 მლრდ ლარით), ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვალის მოცულობამ 789.4 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი) შეადგინა.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service