ENGLISH
 

31.12.2012   ბეჭდვა
საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2012 წლის მესამე კვარტალის ბოლოს -15.1 მლრდ აშშ დოლარი (-25.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს -2.0 მლრდ აშშ დოლარით (-3.3 მლრდ ლარით) აჭარბებს. წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გასული პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს -550.2 მლნ აშშ დოლარით (-1.1 მლრდ ლარით) აღემატება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში უარყოფითი იყო როგორც ოპერაციული, ასევე ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებები. 2012 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მთლიანი საერთაშორისო აქტივები 5.6 მლრდ აშშ დოლარია (9.3 მლრდ ლარი). მათში 52.0 პროცენტი სარეზერვო აქტივებს უკავია; 28.0 პროცენტი სხვა ინვესტიციებს; 19.2 პროცენტი - პირდაპირ ინვესტიციებს; ხოლო 0.8 პროცენტს პორტფელის ინვესტიციები და ფინანსური წარმოებულები შეადგენს. აქტივების 19.8 პროცენტი ნაღდი ფულის და დეპოზიტების წილად მოდის; 6.1 პროცენტი სავაჭრო კრედიტებს უჭირავს; 1.8 პროცენტი - სესხებს; სარეზერვო აქტივები, 2011 წლის 30 სექტემბერთან შედარებით, 160.3 მლნ აშშ დოლარით (260.9 მლნ ლარით) გაიზარდა და 2012 წლის 30 სექტემბრის ბოლოს 2.9 მლრდ აშშ დოლარს (4.8 მლრდ ლარს) შეადგენს.   აქედან 189.8 მლნ აშშ დოლარი (313.3 მლნ ლარი) ოპერაციული ცვლილება იყო,  -28.8 მლნ აშშ დოლარი (-47.6 მლნ ლარი) - საკურსო.

რაც შეეხება ვალდებულებებს, საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის, მთლიანმა ვალდებულებებმა 20.7 მლრდ აშშ დოლარი (34.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.8 მლრდ აშშ დოლარით (4.6 მლრდ ლარით) აღემატება. პირდაპირი ინვესტორე­ბისადმი ვალდებულებები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.2 პროცენტით გაიზარდა და 10.3 მლრდ აშშ დოლარს (17.0 მლრდ ლარს) გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 67.5 პროცენტით გაიზარდა და 2.1 მლრდ აშშ დოლარს (3.4 მლრდ ლარს) გაუტოლდა. აქედან, 660.1 მლნ აშშ დოლარი (1.1 მილიარდ ლარი) სამთავრობო ევრობონდებია, 605.2 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) საქართველოს რკინიგზის ობლიგაციები, ხოლო 270.7 მლნ აშშ დოლარი (449.1 მლნ ლარი) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები. აქ ასევე შედის სახაზინო ვალდებულებები და სახელმწიფო ობლიგაციები, რომელიც არარეზიდენტებმა შეიძინეს, სულ - 126.6 მლნ აშშ დოლარი (210.0 მლნ ლარი).

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სხვა ინვესტიციები, საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, 12.7 პროცენტით გაიზარდა და 8.4 მლრდ აშშ დოლარი (13.9 მლრდ ლარი) შეადგინა. მასში 6.6 მლრდ აშშ დოლარი (11.0 მლრდ ლარი) სესხებს უჭირავს. ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები 2012 წლის სექტემბრის ბოლოსთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33.0 პროცენტით შემცირდა და 429.8 მლნ აშშ დოლარი (713.1 მლნ ლარი) შეადგინა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 13.3 პროცენტით გაიზარდა გრძელვადიანი ვალდებულებების ზრდის ხარჯზე. საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები 5.9 პროცენტით არის გაზრდილი და 2012 წლის სექტემბრის ბოლოს 1.4 მლრდ აშშ დოლარს (2.3 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამასთან გრძელვადიანი ვალი და მოკლევადიანი ვალი წინა პერიოდთან შედარებით შესაბამისად 6.4 და 3.9 პროცენტით არის გაზრდილი. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით, 45.0 პროცენტით გაიზარდა და 751.3 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა.

2012 წლის ივნისის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 222.0 მლნ აშშ დოლარი (368.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს წარმოადგენს.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service