ENGLISH
 

28.12.2012   ბეჭდვა
დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2012 წლის პირველი დეკემბრისათვის 7.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 0.6 მლნ ლარით ანუ 0.01 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების შემცირებას 50.9 მლნ ლარით ანუ 1.6 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების მატებას 51.5  მლნ ლარით ანუ 1.2 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 65.86 პროცენტი შეადგინა - 0.87 პროცენტული პუნქტით მეტი პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით.
 
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.2 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.1 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  8.0 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 18.4 პროცენტი შეადგენა.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება  საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service