ENGLISH
 

28.11.2012   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

2012 წლის 28 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე გაიყიდა  5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 5 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.450 პროცენტით, მაქსიმალური 11.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.605 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონის განაკვეთი შეადგენდა 10.8 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service