ENGLISH
 

31.10.2012   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

2012 წლის 31 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე  გაიყიდა 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 5 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.050 პროცენტით, მაქსიმალური 10.330 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.190 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 10.8 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service