ENGLISH
 

15.11.2005   ბეჭდვა
საქართველოში პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი ჩამოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის მოწვევით, 15 ნოემბერს საქართველოში პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი ჩამოვიდა.   ვიზიტის ფარგლებში ლეშეკ ბალცეროვიჩი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რომან გოცირიძეს.   საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში შედგება პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ლეშეკ ბალცეროვიჩის ნაშრომის – „შეზღუდული სახელმწიფოსაკენ“ პრეზენტაცია. სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში კი გაიმართება სემინარი, რომელზეც პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წარსდგება მოხსენებით „გარდამავალი ეკონომიკის გაკვეთილები“. სემინარის მონაწილეები ასევე გაეცნობიან ლეშეკ ბალცეროვიჩის „Wall Street Journal“-ში დაბეჭდილ სტატიას „ხალხთა სიმდიდრე“.   ვიზიტის ფარგლებში ბორჯომის სამთავრობო რეზიდენციაში დაგეგმილია კიდევ ერთი სემინარის გამართვა, რომელზეც ლეშეკ ბალცეროვიჩი წარსდგება მოხსენებით თემაზე „პოსტკომუნისტური გარდამავლი პერიოდის გაკვეთილები“. სემინარს რეგიონის თვითმმართველობის ორგანოების, ასევე ადგილობრივი ბიზნესსტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან. ლეშეკ ბალცეროვიჩი გაეცნობა ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურასა და მისი განვითარების პერსპექტივას.   პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 19 ნოემბერს დასრულდება.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service