ENGLISH
 

15.11.2005   ბეჭდვა
პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა საქართველოს ეროვნულ ბანკს ნაღდი ფულის გადამზიდი დაჯავშნული ავტომობილი აჩუქა

საქართველოში ვიზიტად მყოფმა პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა საქართველოს ეროვნულ ბანკს საჩუქრად თანამედროვე დაჯავშნული ავტომობილი გადასცა.   „მერსედერსის“ მარკის ძვირადღირებული დაჯავშნული ავტომობილი დაცვის თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი და იგი ფულადი ნიშნების უსაფრთხო ტრანსპორტირებისათვის იქნება გამოყენებული.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ თავის პოლონელ კოლეგას სასიამოვნო სიურპრიზისათვის მადლობა გადაუხადა. „იმედი მაქვს, ქვეყანაში იმდენი ფული იქნება, რომ ამგვარი მანქანები კიდევ ბევრი დაგვჭირდება“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service