ENGLISH
 

30.12.2011   ბეჭდვა
დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2011 წლის პირველი დეკემბრისათვის 5.3 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 155.5 მლნ ლარით ანუ 3.0 პროცენტით ნაკლებია მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშების კლებას 119.1 მლნ ლარით 5.8 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების კლებას 37.1 მლნ ლარით ანუ 1.2 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 66.3 პროცენტი შეადგინა - 0.6 პროცენტული პუნქტით ნაკლები პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით.
 
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.8 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 12.0 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  8.4 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 74.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 20.6 პროცენტი შეადგენა.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service