ENGLISH
 

30.12.2011   ბეჭდვა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2011 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, 0.5 პროცენტით, ანუ 41.0 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 7.5 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3.0 პროცენტით, ანუ 69.5 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.5 პროცენტით, ანუ 28.5 მლნ ლარით შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2011 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 825.6 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.0 პროცენტით ანუ 46.8 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 3.4 მლრდ ლარის (შესაბამისად, 1.2 პროცენტით ანუ 39.5 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 48.9 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2011 წლის ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0.6 პროცენტით ანუ 12.1 მლნ ლარით შემცირდა და 2.1 მლრდ ლარი შეადგინა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.8 პროცენტი შეადგინა, რაც 2011 წლის პირველი დეკემბრისათვის 833.2 მლნ ლარით განისაზღვრა (1.2 პროცენტით ანუ 10.0 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 11.4 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 482.6 მლნ ლარია (3.2 პროცენტით, ანუ  15.7 მლნ ლარით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80.1 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2011 წლის ნოემბრის განმავლობაში 1.3 პროცენტით ანუ 40.6 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის  3.1 მლრდ ლარს მიაღწია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:  http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service