ENGLISH
 

30.12.2011   ბეჭდვა
კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

2011 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 16 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 44.9 მლნ ლარით, ანუ 0.4 პროცენტით გაიზარდა და 11.9  მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 2.0 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.0 პროცენტია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 81.8 პროცენტი შეადგინა.

ნოემბერი, ისევე როგორც წინა თვე, საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. წმინდა მოგებამ თვის შედეგებით 55.5 მლნ ლარი, ხოლო წლის დასაწყისიდან 290.3 მლნ ლარი შეადგინა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 80.0 პროცენტს  მიაღწია.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

 

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service