ENGLISH
 

07.12.2011   ბეჭდვა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

2011 წლის 7 დეკემბერს,ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 8 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები. აუქციონში  მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 18 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.950%–ით, მაქსიმალური 9.240%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 9.144%–ით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 9.1% შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service