ENGLISH
 

23.12.2005   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩამოტანილი უკრაინული მონეტები ერთ დღეში გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში უკრაინიდან ჩამოტანილი  დავით გურამიშვილის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი, უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ მოჭრილი 2 გრივნის ნომინალის საიუბილეო 1000 ცალი მონეტა ერთ დღეში გაიყიდა.   საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული მონეტების დამატებითი რაოდენობის შესაძენად უკრაინის ეროვნულ ბანკს მიმართა. თუმცა, მონეტების მთელი ტირაჟი გაყიდული აღმოჩნდა. უკრაინული მონეტები ნუმიზმატურ იშვიათობად იქცა.     დავით გურამიშვილის საიუბილეო მონეტის ავერსზე გამოსახულია ქართული და უკრაინული ეროვნული ორნამენტები. ავერსის ზედა მხარეს ნახევრადწრიულად განლაგებულია წარწერა „უკრაინა“ და უკრაინის  სახელმწიფო გერბი, ქვედა მხარეს კი - წარწერა „2 გრივნა“ და უკრაინის ეროვნული ბანკის ზარაფხანის ლოგოტიპი.   მონეტის რევერსზე დატანილია დავით გურამიშვილის პროფილი საქართველოს მთების პეიზაჟის ფონზე. ერთ-ერთი მთის მწვერვალზე ეკლესიაა, ხოლო მონეტის რევერსის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ნახევრადწრიულად უკრაინულ და ქართულ ენაზე განთავსებულია წარწერა - „დავით გურამიშვილი“, ქვედა ნაწილში კი - მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი -1705-1792.   დავით გურამიშვილისადმი მიძღვნილი საიუბილეო მონეტის ტირაჟი 30 ათასი ცალია.  საქართველოში ჩამოტანილი თოთოეული მონეტის ფასი 5 ლარი იყო. მას შემდეგ, რაც მონეტები მყისვე გაიყიდა, მათი ფასი ნუმიზმატურ ბაზარზე რამდენჯერმე გაიზრდება.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service