ENGLISH
 

15.11.2011   ბეჭდვა
ფულადი გზავნილები ოქტომბერში

2011 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 94.6 მლნ აშშ დოლარი, ანუ 157.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 7.9 მლნ აშშ დოლარით (13.1 მლნ ლარით), ანუ 9.1 პროცენტით მეტია 2010 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
 

ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.1 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 89.0 პროცენტი მოდიოდა.


2011 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 8.1 მლნ აშშ დოლარი (13.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 8.2 მლნ აშშ დოლარის (14.7 მლნ ლარი) გასული წლის ოქტომბერში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: 


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:www.nbg.gov.ge

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service