ENGLISH
 

28.12.2005   ბეჭდვა
საქართველოში საბანკო სექტორი რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დინამიკურად ვითარდება

საქართველოში საბანკო სექტორი რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დინამიკურად ვითარდება. საბანკო სექტორის განვითარების მსგავსი ტემპი თავისი მასშტაბებით ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია დსთ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ სახელმწიფოს. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს:   სესხების მოცულობის ზრდა 69%-ით (ეს მონაცემი 2000-2004 წლებში ყველაზე მაღალი ჰქონდათ უკრაინას (37%), ლატვიას (36%), ბულგარეთს (29%), რუსეთს (25%) და ა. შ. მაქსიმალური პიკი – 60%, 2003 წელს ლიტვაში აღინიშნა, ამავე წელს ანალოგიურმა მაჩვენებელმა უკრაინაში 55% შეადგინა; განსაკუთრებით საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სესხების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში გაიზარდა 233%-ით; ბანკების აქტივები (ქონება) გაიზარდა 58%-ით; ბანკების მოგება გაიზარდა 152%-ით; მთლიანი დეპოზიტები (ანაბრები) გაიზარდა 40%-ით, ხოლო ანაბრები ლარებში – 96%-ით; კლებულობს დოლარიზაციის მაჩვენებელი. შარშან მან 77,5% შეადგინა, წელს – მხოლოდ 69%, რაც ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის განმტკიცების მაჩვენებელია; საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 470 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მატება გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით, 100 მლნ აშშ დოლარია; ინფლაცია 6-7%-ის ფარგლებშია მაშინ, როდესაც ნავთობის ფასების ზრდის ეფექტს ბევრმა ქვეყანამ ვერ გაუძლო.   ამდენად, თუკი  გასული წელი საბიუჯეტო ბუმის წელი იყო, მიმდინარე წელს საბანკო ბუმის პერიოდი შეიძლება ვუწოდოთ.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service