ENGLISH
 

30.12.2010   ბეჭდვა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, 4.3 პროცენტით, ანუ 249.4 მლნ ლარით გაიზარდა და 6.0 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.0 პროცენტით, ანუ 15.2 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 5.6 პროცენტით, ანუ 234.3 მლნ ლარით.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2010 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 649.0 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.9 პროცენტით ანუ 19.1 მლნ ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.8 მლრდ ლარის (შესაბამისად, 6.8 პროცენტით ანუ 177.8 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 52.8 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. წინა თვესთან შედარებით ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 9.3 პროცენტით ანუ 154.2 მლნ ლარით გაიზარდა და 1.8 მლრდ ლარს გადააჭარბა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.2 პროცენტი შეადგინა, რაც 2010 წლის 1-ლი დეკემბრისათვის 660.0 მლნ ლარით განისაზღვრა (1.4 პროცენტით ანუ 9.4 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 11.0 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 378.5 მლნ ლარია (2.6 პროცენტით, ანუ 9.6 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 83.0 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2010 წლის ნოემბრის თვის განმავლობაში 1.6 პროცენტით ანუ 34.8 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 1-ლი დეკემბრისათვის 2.3 მლრდ ლარს მიაღწია.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge

 

 

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service