ENGLISH
 

29.10.2010   ბეჭდვა
დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2010 წლის 1 ოქტომბრისათვის 4.6 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 78.3 მლნ ლარით ანუ 1.7 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის 1 სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების როგორც მიმდინარე ანგარიშების ისე, ვადიანი დეპოზიტების ზრდას, შესაბამისად, 29.2 მლნ ლარით ანუ 1.5 პროცენტით და 49.8 მლნ.ლარით ანუ 2.0 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2010 წლის 1 ოქტომბრისათვის 74.6 პროცენტი შეადგინა - 0.29 პროცენტული პუნქტით ნაკლები 1 სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით.

დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.0 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  7.6 პროცენტს.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 69.4 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 18.2 პროცენტს შეადგენს.

 

 

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service