ENGLISH
 

28.10.2010   ბეჭდვა
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ანდრეი კონდაკოვი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს შეხვდა

28 ოქტომბერს, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ანდრეი კონდაკოვი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს შეხვდა. შეხვედრის მიზანი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB)  მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობის გაცნობა იყო. იმსჯელეს სამომავლო ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივებზეც. შეხვედრის შემდეგ გიორგი ქადაგიძისა და ანდრეი კონდაკოვის ბრიფინგი გაიმართა.

„დღევანდელ ვიზიტს ჩვენთვის ორმაგი მნიშვნელობა აქვს პირველი, რომ ბანკის პრეზიდენტს პირადად გავაცნოთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და მეორე ვისაუბრეთ იმ გზებზე თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გააქტიურდეს ამ ბანკის საინვესტიციო მიმართულება საქართველოში,“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

"საქართველოში ბანკის არსებობის 11 წლის მანძილზე, ჩვენ შევძელით ქვეყანაში 15 პროექტი დაგვეფინანსებინა, რომლის ბიუჯეტიც 70 მლნ დოლარია. საქართველოში ბანკის პორტფელი 10 პროცენტს, თანხებში კი 30 მლნ დოლარს შეადგენს, რაც შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის საერთო პორთფელის 2,5 პროცენტია. თუმცა შესაძლებლებელია, რომ ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო გაძლიერდეს", - აცხადებს ანდრეი კონდაკოვი. მისი თქმით, მომავალი წლის დასაწყისში ბანკი საქართველოში სპეციალურ მისიას გამოგზავნის, რაც საქართველოში ბანკის პორტფელის გაზრდის და ახალი პროექტების დაფინანსების წინაპირობა გახდება. „ვიმედოვნებთ, რომ ამ შეხვედრების შედეგად ჩვენი ბანკის სასესხო პორტფელი საქართველოში ახალი საინტერესო პროექტების დაფინანსების კუთხით გაიზრდება,“ - განაცხადა  დღევანდელ ბრიფინგზე შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ანდრეი კონდაკოვმა.

დღესვე შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს და ბიზნესმენებს შეხვდა.

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი 1994 წელს შეიქმნა. მისი შტაბ-ბინა სალონიკშია. ბანკის მიზანია რეგიონული პროექტებისა და პროგრამების დაფინანსება, წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობა, შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური განვითარება. ამ საბანკო ინსტიტუტის საკრედიტო ხაზებით უკვე სარგებლობენ ქართული კომერციული   ბანკები („თი-ბი-სი“; „პროკრედიტ ბანკი“; „ვი-თი-ბი“ და „ბანკი ქართუ";) გარდა ამისა, ფოთის პორტისა და  BSTDB  საქართველოს მილსადენის პროექტები.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service