ENGLISH
 

04.11.2009   ბეჭდვა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 5.2 მილიარდი ლარია

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1 სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, 53.0 მლნ ლარით (1.0 პროცენტით) შემცირდა და 1 ოქტომბრისათვის 5.2 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 19.2 მლნ. ლარით (1.6 პროცენტით) შემცირდა და 1.2 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხები 33.8 მლნ. ლარით (0.8  პროცენტით) შემცირდა და 4.0 მლრდ ლარი შეადგინა. 

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2009 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 483.9 მლნ ლარის (აგვისტოს ბოლოს მონაცემთან შედარებით 1.7 პროცენტით ანუ 8.0 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.4 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0.1 პროცენტით ანუ 2.3 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 46.5 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. მიმდინარე წლის აგვისტოსთან შედარებით ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0.1 პროცენტით შემცირდა და 1.3 მლრდ ლარი შეადგინა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 20.8 პროცენტს შეადგენს, რაც 2009 წლის 1 ოქტომბრისათვის 600.9 მლნ ლარით განისაზღვრა (1.9 პროცენტით მეტი წინა თვესთან შედარებით); 10.8 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 311.3 მლნ ლარია (2.3 პროცენტით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 78.0 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

გასული  თვის განმავლობაში  – 1.6 პროცენტით შემცირდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2009 წლის 1 ოქტომბრისათვის  2.1 მლრდ ლარი შეადგინა.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:  www.nbg.gov.ge

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service