ENGLISH
 

30.09.2009   ბეჭდვა
საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკათან და მოიცავს ფულად–საკრედიტო, სამთავრობო, საბანკო და სხვა სექტორებს. საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო 2007 წლიდან წლიური პერიოდულობით, ხოლო მონაცემთა მწკრივი მოიცავს ინფორმაციას 2005 წლის 31 დეკემბრიდან. 2009 წლიდან საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა ქვეყნდება კვარტალური პერიოდულობით.

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია უარყოფითია და 2009 წლის მეორე კვარტალის ბოლოს –10.9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 14.6 პროცენტით აღემატება. მთლიანი აქტივები 2.3 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან 66.8 პროცენტი სარეზერვო აქტივების, ხოლო 15.8 პროცენტი ნაღდი ფულის და დეპოზიტების წილად მოდის.

რაც შეეხება ვალდებულებებს, საანგარიშო პერიოდისთვის, მთლიანმა ვალდებულებებმა 13 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. პირდაპირი ინვეს-ტორებისადმი ვალდებულებები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7 პროცენტით გაიზარდა, მთლიანი ვალდებულებების ზრდაში უდიდესი წვლილი შეიტანა და 7 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებებმა 874.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 500 მილიონი აშშ დოლარი 2008 წლის მეორე კვარტალიდან წარმოიშვა სამთავრობო ევრობონდების სახით. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები 5.4 პროცენტით არის შემცირებული. აქედან, გრძელვადიანი ვალი 12.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მოკლევადიანი ვალი 51.8 პროცენტით შემცირდა. ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები გაიზარდა 2.7–ჯერ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტების ხარჯზე, და 647.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით 41.4 პროცენტით არის შემცირებული, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მიმართ.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service