ENGLISH
 

16.09.2009   ბეჭდვა
ფულადი გზავნილები აგვისტოში

2009 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 75.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.4 მლნ აშშ დოლარით, ანუ 5.6 პროცენტით ჩამორჩება ივლისის მონაცემს. ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ძირითადად რუსეთიდან მათი ნაკადების კლებამ გამოიწვია 3.2 მლნ აშშ დოლარით, ანუ 7.5 პროცენტით. ფულადი გზავნილები შემცირდა ასევე: უკრაინიდან, იტალიიდან და თურქეთიდან – თითოეულიდან 0.3 მლნ აშშ დოლარით ანუ 4.0, 8.3 და 13.0 პროცენტით, შესაბამისად, აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.4 პროცენტი იმ 8 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 8 ქვეყანაზე მიმდინარე წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 89.1 პროცენტი მოდიოდა.
 

 

ფულადი გზავნილების მოცულობა, მლნ აშშ დოლარი  

აგვისტო, 2009

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, %

ივლისი, 2009

აგვისტო, 2009

სულ     

75.0

100.0

100.0

რუსეთი

40.0

54.5

53.4

უკრაინა

6.3

8.2

8.3

აშშ

6.0

7.6

8.0

საბერძნეთი 

5.7

6.5

7.6

იტალია 

3.7

5.1

4.9

თურქეთი

2.3

3.3

3.1

ესპანეთი

1.9

2.4

2.5

კვიპროსი

1.2

1.6

1.5

2009 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 5.6 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 7.1 მლნ აშშ დოლარისა ამავე წლის ივლისში. გადარიცხვები შემცირდა რუსეთში – 0.5 მლნ აშშ დოლარით ანუ 19.0 პროცენტით, აგრეთვე უკრაინაში – 0.2 მლნ აშშ დოლარით ანუ 16.9 პროცენტით.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.gov.ge

 

 

 

 

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service