ENGLISH
 
სიახლე > პრესრელიზები

25.01.2021   ბეჭდვა
კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში)  966.9 მლნ ლარით, ანუ 1.73 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.30 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი იანვრისათვის 56.9 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.85 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.28 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: 

https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/
assets__liabilities_of_commercial_banks_totalgeo.xlsx

<< უკან

 
დაკავშირებული ბმულები:

 

 
Copyright © 2021 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service