ENGLISH
 
სიახლე > პრესრელიზები

20.04.2015   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულ ბანკი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO/IEC 27001: 2013 სტანდარტთან შესაბამისობაზე დასერტიფიცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც წარმატებით გაიარა სასერტიფიკაციო აუდიტი და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001: 2013 შესაბამისობაზე დასერტიფიცირდა.

სერტიფიცირება განხორციელდა საერთაშორისო ანგარიშსწორებისა და რეზერვების მართვის და საქართველოს საგადახდო და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ანგარიშსწორების მომსახურებების მიმართულებით. აღნიშნულით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ამ მიმართულებებით სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტთან.

სერტიფიცირება ცალსახა აღიარებაა, რომ ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალობისა და მთლიანობის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებები ხორციელდება ISO/IEC 27001: 2013 სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაზე სერტიფიკატი გერმანულმა მასერტიფიცირებელმა ორგანომ TUV SUD management Service GmbH - მა გასცა, რომელიც აკრედიტებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული სააკრედიტაციო ორგანოს DAkkS - ის მიერ.

ISO/IEC 27001: 2013 - ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომლის შესაბამისობის სერტიფიკატი ქვეყანაში პირველად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა. ეროვნული ბანკი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალობისა და მთლიანობის დაცვას. ამიტომ, აღნიშნულ სტანდარტთან შესაბამისობა ეროვნული ბანკისთვის და მთლიანად ფინანსური სექტორის განვითარებისთვის კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.
<< უკან

 
დაკავშირებული ბმულები:

 

 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service