ENGLISH
 
ბანკის შესახებ > რას ვაკეთებთ

რას ვაკეთებთ

საქართველოს ეროვნული ბანკი მისი საქმიანობის უმთავრესი მიზნის - ფასების სტაბილურობის მისაღწევად და ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად, ხელმძღვანელობს მის მიერ შემუშავებული, ინფლაციის საპროგნოზო და საქართველოს ეკონომიკის ზოგადი მაკროეკონომიკური მოდელით.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგია 2018-2020 წლებისათვის განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებით "საქართველოს 2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ", კერძოდ:

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2018-2020 წლისთვის შეადგენს 3 პროცენტს.

საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2017-2019 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება პოლიტიკის განაკვეთი, რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტუმენტი; მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.

2018-2020 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის - ფასების სტაბილურობის - შესრულებას. ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა გულისხმობს მთლიანად საფინანსო სისტემის წინაშე არსებული და მოსალოდნელი რისკების განსაზღვრას და მათ შემცირებას.

 

 

 

 

 

 

  

 
დაკავშირებული ბმულები:
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service