ENGLISH
 
სტატისტიკა > ზოგადი ინფორმაცია

სტატისტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად, პასუხისმგებელია ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებელების წარმოებასა და გავრცელებაზე. 2010 წლის 17 მაისიდან საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტის წევრია.

მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტი უზრუნველყოფს ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით დაინტერესებული საზოგადოებისათვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც, რაც დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებისა და ამავდროულად, პოტენციური საგარეო ეკონომიკური პარტნიორებისა და ინვესტორების დაინტერესების გარანტია. მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტი უადვილებს წევრ ქვეყნებს კაპიტალის ბაზრებზე მონაწილეობას.

ამდენად, საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს ქვეყნის ეროვნული სტატისტიკური სისტემის შემადგენელ ნაწილს, რომლის მიზანია აწარმოოს და მიაწოდოს მომხმარებელს ობიექტური სტატისტიკური ინფორმაცია სტატისტიკის შემდეგი დარგების მიხედვით:

• მონეტარული და ფინანსური სტატისტიკა
• საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა
• საერთაშორისო ინვესტიციური მდგომარეობის სტატისტიკა
• საგარეო ვალის სტატისტიკა
• საერთაშორისო რეზერვებისა და უცხოური ვალუტის ლიკვიდობის სტატისტიკა
• გაცვლითი კურსების სტატისტიკა
• საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკა  

2007 წლის იანვრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე სისტემატურად ქვეყნდება სტატისტიკურ მონაცემთა მწკრივები, სათანადო მეთოდოლოგიურ განმარტებებთან ერთად. ეს ღონისძიება ნაკარნახევია მომხმარებელთათვის მრავალფეროვანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობით. სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება ხდება "სტატისტიკური პუბლიკაციების კალენდრის" მიხედვით.

 
გარე ბმულები:
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service