ENGLISH
 
საგადახდო სისტემები > GCSD სისტემა

საფონდო ბირჟის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა 

გარდა ეროვნული ბანკის CSD სისტემისა, 1999 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი (GSCD). აღნიშნული სისტემის ოპერატორია ს.ს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“. აღნიშნული სისტემის ძირითადი მიზანია მისი მონაწილეების მფლობელობაში მყოფი ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელობა და ამ ფასიანი ქაღალდების კლირინგისა და ანგარიშსწორების უზრუნველყოფა, გარდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისა. ანგარიშსწორება ხორციელდება DvP პრინციპების დაცვით ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრების დეპოზიტარის შესაბამის ანგარიშებზე წინასწარ ჩარიცხვის გზით, სადაც ანგარიშსწორების აგენტებად გამოდის საქართველოს 4 კომერციული ბანკი.

GSCD არის 4 კომერციული ბანკისა და საქართველოს საფონდო ბირჟის მფლობელობაში. 


 
დაკავშირებული ბმულები:
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service