ENGLISH
 
ქართული ფული > ბანკნოტები

ბანკნოტები  


1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა ახალი ქართული ეროვნული ვალუტა ლარი". მიმოქცევაში გავიდა - 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები. სიტყვა ლარი", რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას, ხოლო, თეთრი", რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ასევე ძველი, XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია. 1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები. 2007 წლის 16 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გაუშვა 200 ლარის ღირსების ბანკნოტი.

1, 2, 5, 10, 20, 50, 100 და 200 ლარის ნომინალის ბანკნოტის, წინა მხარეზე წარმოდგენილია ქართული წარწერები: საქართველო”, საქართველოს ეროვნული ბანკი”, ნომინალის დასახელება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები და თარიღი, ხოლო უკანა მხარეზე – ინგლისური ენოვანი წარწერები: GEORGIA” და ნომინალის დასახელება.   

ერთი ლარი 

 ზევით

გამოშვების წელი – 2002
ბანკნოტის ზომა – 115 X 61 მმ.
 
 
 

ბანკნოტის წინა მხარე:
გამოსახულია გამოჩენილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანი) პორტრეტი წარწერით ფიროსმანი 1862–1918“.


 

 

ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია საქართველოს დედაქალაქის – თბილისის პანორამა და ირემი ფიროსმანის ნახატიდან.

ორი ლარი 

ზევით 

გამოშვების წელი – 2002
ბანკნოტის ზომა – 115 X 61 მმ.
 
 

ბანკნოტის წინა მხარე: 
გამოსახულია ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტი წარწერით ზაქარია ფალიაშვილი 1871–1933“, ხოლო მარცხენა მხარეს – მისი ოპერის – აბესალომ და ეთერის“ უვერტიურის ნოტები.
 

 

ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობა, წარწერა: თბილისის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრი 1887 წ.“.
 

 

ხუთი ლარი 

ზევით 

გამოშვების წელი – 2002
ბანკნოტის ზომა – 115 X 61 მმ.
 
 

ბანკნოტის წინა მხარე: 
გამოსახულია ქართველი აკადემიკოსის ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი წარწერით „ივანე ჯავახიშვილი 1876 – 1940“.
 

 

ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა, მის ქვემოთ – გადაშლილი წიგნი და მცენარეული დეკორი, მარცხენა მხარეს – ოქროს ლომის ქანდაკება ალაზნის ველის ძვ. წ. III ათასწლეულის ყორღანიდან და საქართველოს სიტუაციური რუკა.
 

 

ათი ლარი
 

  ზევით

გამოშვების წელი – 2002
ბანკნოტის ზომა – 125 X 63 მმ.
 
 

ბანკნოტის წინა მხარე:
გამოსახულია ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის პორტრეტი წარწერით აკაკი წერეთელი 1840–1915“, მერცხალი და აყვავებული რტო. 

 

ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია დედის პორტრეტი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ფერწერული ტილოდან „ იმერეთი–დედაჩემი“ და ვაზის ლერწები.
 

 
ოცი ლარი

  ზევით  

გამოშვების წელი – 2002
ბანკნოტის ზომა – 131 X 65 მმ.
 
 
წინა მხარე:
გამოსახულია ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის პორტრეტი წარწერით „ილია ჭავჭავაძე 1837–1907“, მის მიერ დაარსებული ჟურნალები „საქართველოს მოამბე“, „ივერია“ და პირადი ნივთები.
 
 
ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია თბილისის დამაარსებლის, მეფე ვახტანგ გორგასლის ქანდაკება.XVIII ს–ის თბილისის გეგმა (შედგენილია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ) და ძველი თბილისის პანორამა ნარიყალას გამოსახულებით.
 
 
ორმოცდაათი ლარი 

ზევით 

გამოშვების წელი – 2004
ბანკნოტის ზომა – 135 X 66 მმ.
 
 
ბანკნოტის წინა მხარე:
გამოსახულია თამარ მეფის პორტრეტი წარწერით თამარ მეფე. XII ს.“, ხოლო მარცხენა მხარეს – გრიფონის გამოსახულება სამთავისის ტაძრის ფასადის მორთულობიდან. 
 
ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია ზოდიაქოს ნიშანი – „მშვილდოსანი“ – XII ს–ის ქართული მინიატურული ხელნაწერიდან.  
 
ასი ლარი  

ზევით 

გამოშვების წელი – 2004
ბანკნოტის ზომა – 140 X 67 მმ.
 
 
ბანკნოტის წინა მხარე: 
გამოსახულია ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის გრაფიკული პორტრეტი წარწერით შოთა რუსთაველი. XII ს.“, მარცხენა მხარეს – ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლების კომპოზიცია. 
 
ბანკნოტის უკანა მხარე:
წარმოდგენილია კომპოზიცია ბიბლიური სიუჟეტით – დანიელი ლომთა ხაროში“ – მარტვილის მონასტრის რელიეფიდან წარწერით „მარტვილი. VII საუკუნე“.  
 
ორასი ლარი 

ზევით  

გამოშვების წელი – 2007
ბანკნოტის ზომა – 146 მმ X 72 მმ.
 
 
ბანკნოტის წინა მხარე:
გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი. ფონად გასდევს ქართული კულტურის ძეგლების რელიეფურ გამოსახულებათა ფრაგმენტები. 
 
ბანკნოტის უკანა მხარე:
გამოსახულია სოხუმის ხედი და გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში ნაპოვნი კანკელის რელიეფური გამოსახულების ფრაგმენტი.
 
 

 

 

დაკავშირებული ბმულები:

 
Copyright © 2015 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service