მომხმარებელთა უფლებები > ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი

ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №151/04 ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ (კონსოლიდირებული)

ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დანართები

 

 

საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით, 2017 წლის 1-ლი ივნისიდან ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის ახალი "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი". ახალმა რეგულაციამ ჩაანაცვლა "კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი", რომელიც 2011 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 1 ივნისამდე იყო ძალაში. ახალ რეგულაციას წინამორბედთან შედარებით გაცილებით უფრო ფართო მოქმედების არეალი აქვს: ის არამხოლოდ კომერციულ ბანკებს, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებსაც (საკრედიტო კავშირებსა და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებს) ავალდებულებს მომხმარებლებთან ურთიერთობისას სპეციალური წესების დაცვას. ამასთან, ახალ წესში დაკონკრეტდა და დაზუსტდა სარეკლამო მასალების შემუშავებასთან, ასევე, არააქტიურ პროდუქტებთან, მომხმარებელთა ინფორმირებასთან, კრედიტის წინსწრებით დაფარვასთან, სესხის ამოღებასთან და მომხმარებლებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული წესები. თანდართულ ფაილში შეგიძლიათ იხილოთ ძველი და ახალი წესების დეტალური შედარება.

 

Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service