კვლევები და გამოცემები > საგანმანათლებლო ბროშურები

საგანმანათლებლო ბროშურები

ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა და "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერით, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს და მომავალ ბინათმესაკუთრეებს ინფორმატიული და ადვილად აღსაქმელი ორი საგანმანათლებლო ბროშურა შესთავაზა.


"მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები" - აღნიშნული გამოცემა მომხმარებლებს უცხოურ ვალუტაში სესხებასთან დაკავშირებული რისკების რეალისტურ შეფასებას ასწავლის. ბროშურა ძირითადად მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი და საკუთარი ბიზნესის გაძლიერებისთვის მათ პრაქტიკულ და ადვილად აღსაქმელ რჩევებს სთავაზობს. ამასთან, პუბლიკაციაში მოცემულია ქართული ბიზნესის რეალისტური მაგალითები და რეკომენდაციები, თუ როგორ განისაზღვროს, რამდენად ოპტიმალური გადაწყვეტილებაა მოცემული ბიზნესისთვის უცხოურ ვალუტაში სესხება. ბროშურას თან ერთვის სამი პრაქტიკული მოდელი - ფულადი ნაკადების მოდელი, ვალის მომსახურების კოეფიციენტის მოდელი და საბალანსო უწყისის მოდელი, რომლებიც მცირე ბიზნესს უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

"ბინის შეძენა იპოთეკური სესხით" - აღნიშნული პრაქტიკული სახელმძღვანელო კი მომავალი ბინათმესაკუთრეებისთვისაა განკუთვნილი და განიხილავს იპოთეკური სესხის აღებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს, მათ შორის, ამ ტიპის სესხის რისკებსა და შესაძლებლობებს. ბინის ან სახლის გრძელვადიანი იპოთეკური სესხით შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ნებისმიერი ოჯახისათვის. შესაბამისად, აღნიშნული გამოცემა პოტენციურ ბინათმესაკუთრეებს მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას სთავაზობს, რაც მათ ჯანსაღი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებასა და ჭარბვალიანობის თავიდან აცილებაში დაეხმარება. დამატებით, აღნიშნული ბროშურა მომხმარებლებს სთავაზობს იმ მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალსაც, რომელიც გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად უნდა განიხილონ გამსესხებლებთან.

 

 


მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები  
პრაქტიკული მოდელები
ბინის შეძენა იპოთეკური სესხით  
     

Improve Your Financing Decisions Practical Tools

Buying a Home with a Mortgage Loan
 
     
Принятие эффективных финансовых решений Практические инструменты

Покупка жилья в кредит  

 

Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service