როგორ შევარჩიოთ პროდუქტი > მნიშვნელოვანი ცნებები > ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი

ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი

კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის წესის მიზნებისათვის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით მიბმულია რაიმე საჯარო ინდექსზე და რომლის ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილებითაა გამოწვეული;

საჯარო ინდექსი არის ისეთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მაჩვენებელი, განაკვეთი ან ინდექსი, რომელზეც ბანკი ვერ ახდენს  მნიშვნელოვან გავლენას;

მაგალითად, სადეპოზიტო ანგარიშის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა მიბმული იყოს  ინფლაციაზე, ეროვნიული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე, ლონდონის ბანკთაშორის განაკვეთებზე, ნავთობის ან ოქროს ფასზე. ამ შემთხვევაში, აუცილებელია აღნიშნული ფასი დადგენილი იყოს საერთაშორისოდ აღიარებული ბირჟის ან კორპორაციის მიერ.

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემული ინფორმაცია არის რჩევითი ხასიათის, ძირითადად გადმოცემულია გამარტივებული ენით და არ არის გამიზნული  სამართლებრივი განხილვის პროცესებში გამოსაყენებლად, მათ შორის, როგორც ეროვნული ბანკის პოზიცია.

 

Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service