ვადიანი დეპოზიტი

ვადიანი დეპოზიტი არის კლიენტის მიერ ბანკში კონკრეტული ვადით განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი. ვადიანი დეპოზიტი იხსნება კონკრეტული ვადითა და კონკრეტული თანხით და ხელშეკრულების  მოქმედების პერიოდში შეუძლებელია თანხის დამატება.

ჩვეულებრივ, ვადიან დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალია სხვა ტიპის დეპოზიტებთან შედარებით. გარდა ამისა, რაც უფრო დიდია დეპოზიტის ვადა, მით მეტია საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კლიენტს ერიცხება ხელშეკრულებით განსაზღვრულ საპროცენტო სარგებელზე დაბალი განაკვეთი.

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემული ინფორმაცია არის რჩევითი ხასიათის, ძირითადად გადმოცემულია გამარტივებული ენით და არ არის გამიზნული  სამართლებრივი განხილვის პროცესებში გამოსაყენებლად, მათ შორის, როგორც ეროვნული ბანკის პოზიცია.

 

Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service