განვადება

განვადება ეს არის სამომხმარებლო ტიპის კრედიტი, რომელსაც მომხმარებელი იღებს ბანკიდან მაღაზიაში/სავაჭრო ობიექტში კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესაძენად. ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხისაგან განსხვავებით განვადებას აქვს კონკერეტული მიზნობრიობა. განვადებით შეგიძლიათ დააფინანსოთ საოჯახო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ელექტრო ტექნიკის, ავტომობილის და სხვა სამომხმარებლო მიზნებისთვის განკუთვნილი პროდუქციის შეძენა.

როგორ წესი განვადების გაფორმება შესაძლებელია მომენტალურად, უშუალოდ მაღაზიაში/სავაჭრო ობიექტში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში განვადებით შეძენილი საქონლის/მომსახურების ფასი აღემატება კლიენტის სახსრებით შეძენილი საქონლის/მომსახურების ფასს.
მაგალითად, თუ განვადებით ყიდულობთ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, რომელიც ღირს 550 ლარი და თქვენი სახსრებით შეძენის შემთხვევაში მაღაზია გაგიკეთებდათ 30 ლარიან ფასდაკლებას, აღნიშშნული დადებითი სხვაობა მიეკუთვნება ფინანსურ ხარჯს.

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემული ინფორმაცია არის რჩევითი ხასიათის, ძირითადად გადმოცემულია გამარტივებული ენით და არ არის გამიზნული  სამართლებრივი განხილვის პროცესებში გამოსაყენებლად, მათ შორის, როგორც ეროვნული ბანკის პოზიცია.

 

Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service