როგორ შევარჩიოთ პროდუქტი > როგორ შევარჩიოთ პროდუქტი > ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაგალითები

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაგალითები

დეპოზიტები
მაგალითი #1
თქვენ განათავსეთ 1000 ლარი ვადიან ანაბარზე ერთი წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 10%, პროცენტის დარიცხვა ხდება ვადის ბოლოს და არ გიწევთ რაიმე დამატებითი საკომისიოს გადახდა.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 10%, ანუ ვადის ბოლოს თქვენ იღებთ 1100 ლარს.
 
მაგალითი #2
თქვენ განათავსეთ 1000 ლარი ვადიან ანაბარზე ერთი წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 10%, პროცენტის დარიცხვა ხდება ყოველთვიურად და დარიცხული თანხა ემატება დეპოზიტის ძირითად თანხას. არ გიწევთ რაიმე დამატებითი საკომისიოს გადახდა.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 10.5%, ანუ ვადის ბოლოს თქვენ იღებთ 1104.70 ლარს.

მაგალითი #3
თქვენ განათავსეთ 1000 ლარი ვადიან ანაბარზე ერთი წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 10%, პროცენტის დარიცხვა ხდება ვადის ბოლოს. ამასთან, გიწევთ შემდეგი დამატებითი საკომისიოების გადახდა: ანგარიშის მომსახურების საკომისიო - 1 ლარი ყოველთვიურად, თანხის გატანის საკომისიო - 0.5%.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 8.7%, ანუ ვადის ბოლოს თქვენ იღებთ 1086.90 ლარს.

სესხები
მაგალითი #4
თქვენ იღებთ სესხს 1000 ლარის ოდენობით ერთი წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 20%, თანხის გადახდა ვადის ბოლოს - 1200 ლარი.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 20.0%

მაგალითი #5
თქვენ იღებთ სესხს 1000 ლარის ოდენობით ერთი წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 20%, ყოველთვიური შენატანი - 92.63 ლარი.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 22.0%
ჯამში გადახდილი პროცენტი - 111.56 ლარი

მაგალითი #6
თქვენ იღებთ სესხს 1000 ლარის ოდენობით ერთი წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 20%, ყოველთვიური შენატანი - 92.63 ლარი.
დაზღვევის თანხა – 50 ლარი, რომელსაც იხდით სესხის აღების დროს.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 34.7%

მაგალითი #7
თქვენ იღებთ სესხს 1000 ლარის ოდენობით ერთი წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 20%, ყოველთვიური შენატანი - 92.63 ლარი.
დაზღვევის თანხა – 50 ლარი, რომელსაც იხდით ერთი წლის განმავლობაში თანაბრად.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 32.8%

მაგალითი #8
თქვენ იღებთ სესხს 1000 ლარის ოდენობით ერთი წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 20%, ყოველთვიური შენატანი - 92.63 ლარი, სესხის გაცემის საკომისიო - 2% (20 ლარი).
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 26.9%

 

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემული ინფორმაცია არის რჩევითი ხასიათის, ძირითადად გადმოცემულია გამარტივებული ენით და არ არის გამიზნული  სამართლებრივი განხილვის პროცესებში გამოსაყენებლად, მათ შორის, როგორც ეროვნული ბანკის პოზიცია.

 

Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service