როგორ შევარჩიოთ პროდუქტი > სავალუტო/საპროცენტო რისკები

სავალუტო/საპროცენტო რისკები

ნებისმიერი საბანკო პროდუქტით სარგებლობისას არსებობს გარკვეული რისკები, რომელთა გაანალიზება და შეფასება დაგეხმარებათ მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილება. დეპოზიტით და/ან სესხით სარგებლობისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ რისკებს:
 
სავალუტო რისკი   
                                                                                                               
სესხის აღების დროს ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს. ლარის შესაძლო გაუფასურების შემთხვევაში კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მაღალი იქნება;
მაგალითად, თქვენ აიღეთ სესხი აშშ დოლარში ერთი წლის ვადით,  წლიური საპროცენტო განაკვეთია 20%, თანხას ფარავთ ყოველთვიური თანაბარი შენატანებით. თუ სესხის მოქმედების პერიოდში მოხდა ლარის 15%–იანი თანაბარი გაუფასურება, მაშინ ლარში დათვლილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნება 40.8%.

თარიღი სესხის თანხა დოლარში

სესხის თანხა ლარში

1/1/2010

1000

1700

 

ყოველთვიური გადასახდელი თანხა დოლარში

ყოველთვიური გადასახდელი თანხა  ლარში კურსის 15%-იანი გაუფასურების შემთხვევაში

2/1/2010 92.63 159.48
3/1/2010 92.63 161.30
4/1/2010 92.63 163.30
5/1/2010 92.63 165.24
6/1/2010 92.63 167.25
7/1/2010 92.63 169.19
8/1/2010 92.63 171.20
9/1/2010 92.63 173.20
10/1/2010 92.63 175.15
11/1/2010 92.63 177.15
12/1/2010 92.63 179.09
1/1/2011 92.63 181.10

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

22.0% 40.8%
 

მაგალითად, კურსი სესხის აღებისას არის 1აშშ დოლარი = 1.7 ლარი და სესხის საწყისი თანხაა 1000 აშშ დოლარი, შესაბამისი ექვივალნეტი ლარში იქნება 1700 ლარი.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვიური გადასახდელი თანხა აშშ დოლარში ფიქსირებულია და შეადგენს 92.63 აშშ დოლარს, კურსის 15%-იანი თანაბარი გაუფასურების პირობებში ლარით გამოხატული თქვენი ყოველთვიური შენატანი მუდმივად იზრდება (იხილეთ გრაფიკი). შესაბამისად, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარში მნიშვნელოვნად მაღალია და შეადგენს 40.8%-ს.
 

დეპოზიტის განთავსების დროს ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს. ლარის შესაძლო გამყარების შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნალკები იქნება.

მაგალითად, თქვენ განათავსეთ დეპოზიტი აშშ დოლარში ერთი წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთია 10%, რომელიც ერიცხება ვადის ბოლოს. თუ დეპოზიტის მოქმედების პერიოდში მოხდა ლარის 15%-იანი გამყარება, მაშინ ლარში დათვლილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნება (-6.5%).

უფრო კონკრეტულად, თუ, მაგალითად, კურსი დეპოზიტის განთავსებისას არის 1 აშშ დოლარი = 1.7 ლარი და დეპოზიტის საწყისი თანხაა 1000 აშშ დოლარი, შესაბამისი ექვივალნეტი ლარში იქნება 1700 ლარი.
კურსი ვადის ბოლოს ლარის 15%-იანი გამყარების შემთხვევაში იქნება 1 აშშ დოლარი = 1.445 ლარი.
დეპოზიტის თანხა + დარიცხული სარგებელი ვადის ბოლოს იქნება 1100 აშშ დოლარი, ხოლო ექვივალენტი ლარში 1589.50 ლარი. შესაბამისად, ვადის ბოლოს თქვენი სარგებელი ლარში შეადგენს (-110.50) ლარს.


ინდექსის ცვლილების რისკი


ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში მომხმარებელი დგას რისკის წინაშე, რადგან საპროცენტო განაკვეთის ოდენობა დამოკიდებულია საჯარო ინდექსის მნიშვნელობის ცვლილებაზე. საჯარო ინდექსის ცვლილების მიხედვით მომხმარებელმა შეიძლება მიიღოს იმაზე მეტ ან ნაკლები სარგებელი, ვიდრე მიიღებდა არაინდექსირებული პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში.

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემული ინფორმაცია არის რჩევითი ხასიათის, ძირითადად გადმოცემულია გამარტივებული ენით და არ არის გამიზნული  სამართლებრივი განხილვის პროცესებში გამოსაყენებლად, მათ შორის, როგორც ეროვნული ბანკის პოზიცია.

 

Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service